Saturday, April 21, 2012

„მერსედესი“ თავისი მოდელების სახელებს ცვლის


 ბრიტანულ გამოცემა „ქარ-ის“ ცნობით, „მერსედეს-ბენცი“ თავისი ავტომობილების სახელების სისტემის შეცვლას აპირებს. ამის მიზეზი კი ისაა, რომ შტუტგარტელები სულ უფრო აფართოებენ თავიანთ საწარმოო პროგრამას, რასაც სახელების (აბრევიატურების) ძველი სისტემა ვეღარ მიესადაგება.





ახლანდელ სისტემაში, გამის მთავარ მოდელებს ერთასოიანი სახელები აქვთ. მაგალითად, S-კლასი, G-ვაგენი. შემდეგ, გამა გაფართოვდა და ამ სახელებს CL და GL დაემატა. მაგრამ ამჟამად აღარც ესაა საკმარისი და შვაბიელთა გამაში გამოჩნდა ავტომობილები, რომლებსაც სახელად სამასოიანი აბრევიატურა აქვს - CLC, CLS. და სწორედ აბრევიატურების სიმრავლე, ხშირად დაბნევას იწვევს.
ამიტომ, სამქიმიანები ამ სახელების სისტემის კიდევ ერთხელ შეცვლას აპირებენ. კერძოდ, მხოლოდ სამ პრეფიქსს დატოვებენ, რის შემდეგაც: ასო G 
 იქნება უგზოობის ავტომობილების და ქროსოვერების აღმნიშვნელი, C - კუპეებისა და კაბრიოლეტების, SL კი - სპორტული ავტომობილების.


მაგალითად ავიღოთ A-კლასის პლატფორმაზე ბაზირებული კომპაქტური ოთხკარიანი კუპე, რომელსაც მალე დებიუტი პეკინში ექნება. მისი სახელი იქნება CLA, ძველი სისტემით კი მისთვის CLC-ს დარქმევას აპირებდნენ, მაგრამ ახალი სისტემის შესაბამისად, აბრევიატურაში მეორე C მხოლოდ იმ ავტომობილებს შეიძლება ეწეროს, რომლებიც C-კლასის ოჯახს მიეკუთვნებიან.ახალი სისტემის შესაბამისად, C-კლასის ბაზაზე გამოშვებულ კუპესა და კაბრიოლეტს CLC-ს დაარქნევენ, E-კლასის ბაზაზე კი - CLE-ს. კომპაქტური ქროსოვერის სახელი იქნება GLA, სუპერ ავტომობილ SLS AMG-ს კომპაქტურ ვერსიას კი სახელად SLR-ს დაარქმევენ.აშკარაა, შტუტგარტელები ცდილობენ, თავიანთი მოდლების სახელები ყველასათვის გასაგები გახადონ, მაგრამ ამ მხრივ სირთულეები ახალი სისტემის დამკვიდრების შემდეგაც დარჩება. მაგალითად, ძნელი სათქმელია, რას დაარქმევენ A-კლასის ბაზაზე შექმნილ ორკარიან კუპესა და კაბრიოლეტს. არის ვარაუდი, რომ ამ შემთხვევაში ასო B-ს გამოიყენებენ, რადგან A და B კლასის ავტომობილები ერთსადაიმავე, მოდულურ პლატფორმას ეყრდნობა.
მოკლედ, ეს სისტემა ჯერაც არაა ოფიციალურად შემოღებული და არაა გამორიცხული, მასში კიდევ რამე შეიცვალოს..

შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი


„მერსედესი“ ახალ „ჰელო ქარს“ ამზადებს



Mercedes-Benz developing E Superlight as its new carbon fiber halo sedan


5 იანვარი
ავტომწარმოებლებს ეგრეთ წოდბული „ჰელო ქარები“ იმისათვის სჭირდებათ, რომ თავიანთი დილერების შოურუმებში მყიდველი მიიზიდონ. როგორც წესი, „ჰელო ქარების“ როლს მცირესერიული სპორტული ავტომობილები ასრულებენ, მაგრამ “მერსედეს–ბენცმა“ სხვა გზით წასვლა გადაწყვიტა – გერმანული კომპანია თავის მომავალ „ჰელო ქარს“ ოთხკარიანი სედანის კაბაში გამოაწყობს.

დღეისათვის ამ ავტომობილს „E სუპერლაითად“ მოიხსენიებენ. ამ სახელით ადვილად მივხვდებით, რომ ავტომობილი E–კლასის სედანის პლატფორმაზე იქნება ბაზირებული. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, ზომებით ის ოთხკარიან სედან CLS–თან იქნება ახლოს, მისი ფასი კი S–კლასის სედანისას მიუახლოვდება. მაღალი ფასი კი ავტომობილის წარმოების ტექნოლოგიებით იქნება განპირობებული.
პირველ რიგში, მისი ძარა კარბონის კომპოზიტისგან დამზადდება, რისი წყალობითაც ის ძალიან მსუბუქი უნდა გამოვიდეს. სწორედ აქედან მოდის სახელი „სუპერლაით“. ამ ავტომობილის სტილის შემუშავებისას, ორი კონცეპტუალური მოდელის – F800–ის და F125–ის (ფოტოზე) ელემენტებს გამოიყენებენ. პირველი 2010 წლის ჟენევის გამოფენაზე, მეორე კი შარშან, ფრანკფურტში ვიხილეთ. კარბონის წყალობით, ძარა იმდენაად მტკიცე გამოვა, რომ მას არ ექნება შუა საყრდენები. ამასთან, ის ჩვეულებრივი E–კლასის სედანის ძარაზე დაახლოებით 350 კილოგრამით მსუბუქი იქნება.
„E სუპერლაითი“ მბიძგველ ძალას ელექტროძრავებისგან მიიღებს, რომლებსაც ენერგიით აკუმულატორი და წყალბადის ფიჭური ელემენტები მოამარაგებს. სწორედ კარბონი და წყალბადის ფიჭური ელემენტები განაპირობებს ავტომობილის სიძვირეს, თუმცა მომავალში ის ჩვეულებრივი (შიდაწვის და ჰიბრიდული) აგრეგატებითაც აღიჭურვება.
„E სუპერლაითის“ მცირესერიულ წარმოებას სამქიმიანები 2015 წელს დაიწყებენ, 2017 წელს კი წარმოების ყოველწლიური მოცულობა 20 000–ს მიაღწევს.

მომავლის მანქანები


2012 Mercedes-Benz GL როგორც ჩანს მერსედესისთვის სიახლეების პერიოდია რადგან მან წარმოადგინა ახალი GL რომელიც 2012 წელს გამოვა და ის ML ის ბაზაზე იქნება აწყობილი. ავტომობილს ექნება 3 და 4 ლიტრიანი დიზელის ძრავა და 5.5 ლიტრიანი ბენზინი რომლებიც 7 სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფით იქნებიან აღჭურვილნი.

new generation of Mercedes S-class 2012 როგორც ჩანს მერსედესი არ ჩერდება და კიდევ და კიდევ ახალს უშვებს,ასე ვთქვათ პაპარაცებს მხედველობის არიდან არ გამორჩენიათ და მათ შეძლეს და გადაუღეს სურათები 2012 წლის ახალი თაობის S კლასს.

დღესდღეობით მერსედესის მუზეუმი განთავსებულია გერმანიის ქალაქ შტუტგარტში, სადაც დაინტერესებულ მნახველს შეუძლია იხილოს მერსედეს-ბენცის ისტორია დაწყებული მსოფლიოს პირველი ავტომობილით - ,,Motorwagen”-ით და დამთავრებული ლეგენდარული ,,Silberpfeil”-ით.
A-class
B-class

C-class

CL-class

CLS-class


E-class

G-class

GL-class


GLK-class

M-class

R-class

S-class

SL-class

SLK-class

SLS-amg

წარსულში და დღეს




Mercedes-Benz 220 SE — ერთ-ერთი პირველი მოდელია, საწვავის შეფრქვევის სისტემით.
1958 წელს ტექნიკური რევოლუცია მოხდა – სერიულ წარმოებაში გაეშვა Robert Bosch-ს მაღალი სისზუსტით საწვავის “შესხურების” სისტემის მქონე ძრავები. ამ ტექნოლოგიის წყალობით 220SE-მოდელის 2.2 ლ-ნი აგრეგატის სიმძლავრე 106-დან 115 ცხ.ძ-მდე გაიზარდა (შმდგომ 120-მდეც კი). ამ მომენტიდან 1994 წლამდე Mercedes-Benz-ს მრავალ მოდელში შეხვდებოდით აბრევიატურას Е, რომელიც საწვავის “შესხურებას” გამოსახავდა.
1959 წელს საშუალო კლასის ახალი საოჯახო ავტომობილი გამოჩნდა (ქარხნული ინდექსია W-111). მან ელეგანტური გარეგნობა მიიღო ვერტიკალურად მოთავსებული “ფარებით”, უზარმაზარი საბარგული და დამოუკიდებელი “პადვესკა” თითოეულ საბურავზე (მოდელები220, 220S და 220SE). მათ მარკის უმაღლესი ტექნიკური დონის დემონსტრირება მოახდინეს.

Mercedes-Benz 220 S (W111)-ი განასახიერებდა ყველა თანამედროვე მიღწევას საავტომობილო წარმოებაში და კომპანიის უმაღლეს ტექნიკურ დონეს აჩვენებდა.
1963 წელს ფირმამ წარმომადგენლობითი კლასის მოდელი -S600-წარადგინა. იგი აღჭურვილი იყო 6.3 ლ-ნი V8 ძრავით, რომლის სიმძლავრეც 250 ცხ.ძ. გახლდა. ასევე, 4-საფეურიანი გადაცემათა კოლოფით, საბურავების კომპფრტული “პადვესკით” პნევმოელემენტებზე. ამ ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარის მაჩვენებელი 204 კმ/სთ-ს აღწევდა.

წარმომადგენლობითი Mercedes S600 – აღჭურვილი იყო 6.3 ლ-ნი 250-ძლიერი ძრავით.
Mercedes-Benz 600 – გახლდათ ავტომობილი, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო ატომობილის ტიტულის პრეტენდენტი გახლდათ. იგი Pullman-ვარიაციაშიც გამოდიოდა, რომლის სიგრძეც 6240 მმ. იყო. სპორტული მოდელი 1963 წელს უფრო სწრაფმა Mercedes-Benz 230SL-მა (ქარხნული ინდექსი – W-113) შეცვალა ტავისი ორიგინალური სახურავით (მისი შუა ნაწილი გვერდებთან შედარებით ოდნავ დაბლა იყო). 230SL-ს შემცვლელები – 290SL/350SL (ქარხნული ინდექსით W-107), 1971 წლის ბოლოს გამოჩნდნენ და პროგრამაშI 1989 წლამდე რჩებოდნენ. მანამ სანამ ისინი უფრო თანამედროვე სერიამ – SL (W-129) – არ შეცვალა.

Mercedes-Benz 230 SL (W-113) – მის წინა სპორტულ მოდელებთან შედარებით უფრო სადა და ხელმისაწვდომი აღმოჩნდა.
1965 წლის ფრანკფურტის ავტოსალონზე იმ დორისათვის კომპანიის ყველაზე პრესტიჟული (600-ფლაგმანის შემდგომ) მოდელების ე.წ. S-კლასი წარადგინეს. ამ ჩამონათვალში შედიოდა მოდელები: 250S და 250SE – 6-ცილინდრიანი ძრავებით, რომლებიც 150 და 170 ცხ.ძ. სიმძლავრეს ავითარებდა. ისინი თაიანთი ტექნიკური მახასიათებლებით აშკარად სჯობდნენ კონკურენტებს. დროტა განმავლობაშI მათ 2.8 ლ-ნი ძრავებიც მიიღეს, ხოლო 1968 წლიდან – 3.5 და 4.5 ლ-ნი V8-ც. ამ სერიის ყველაზე მძლავრი და კომფორტული ვერსია გახდა დაგრძელებული 300SEL 6,3. მისი V8, რომლის მოცულობა 6.3 ლ-ს შეადგენდა, 250 ცხ.ძ. სიმძავრეს და 220 კმ/სთ მაქსიმალურ სიჩქარეს ავითარებდა. ამ მომენტიდან S-სერია Mercedes-Benz-ს ტექნიკური მიღწევების სიმბოლო გახდა.

Mercedes-Benz 300 SEL (W-108)-ი S600-ს კვალს მიყვა და წარმომადგენლობითი S-კლასის ყველაზე მძლავრი და პრესტიჟული ეგზემპლიარის სახელს იმკვიდრებდა. იგი კომპანიის ტექნიკური მიღწევების განსახიერება გახლდათ.
1972 წელს გაყიდვაში გამოვიდა S-კლასის ახალი თაობა (W-116). იგი 1979 წელს შეცვალა W-126 – მანქანებმა, რომელთაც კორპუსების აერო-დინამიკური შესრულება ახასიათებდათ (მოდელები 280S-დან 560SEL-მდე).


S-სერიის ახალი თაობა — Mercedes-Benz S-class (W116) – ონვეირზე 7 წელი იმყოფებოდა და აერპდინამიკურად შესრულებულმა S-class-მ (W-126) შეცვალა.
კომპანიის მეტ-ნაკლებად მასიური პროდუქცია – საშუალო კლასისი ავტომობილი (W-110/111) – 1967 წელს მოდელების უზარმაზარმა სერიამ შეცვალა (200-დან 280Е-მდე, W-114/115). ეს ოჯახი გამოდიოდა როგორც 4-კარიანი სედანის, ასევე 5-კარიანი უნივერსალისა და 2-კარიანი კუპის და ჰარდ-ტოპის სახით (ფანჯრებით გამყოფი საყრდენის გარეშე).

Mercedes-Benz 200 E (W-115) -ი წარმოადგენდა ერთ-ერთ ყველაზე მასიურ სეგმენტს საავტომობილო წარმოებაში – საშუალო კლასისი მანქანებს.
დიდი პოპულარობა მოიპოვა ამ მოდელების დიზელის ძრავიანმა კომპლექტაციამ. მომდევნო გავითარება გახლდათ სერიები W-123 (1976 წელი) და W-124 (1984-1995 წწ.). არსებობის 11 წლის ბოლოს გამოშვებული ეგზემპლიარი ძალიან ცნობილი გახდა. სულ 2.7 მლნ-ზე მეტი ავტომობილი გიყიდა (მოდელები 200-დან 500Е-მდე).

არსებობის 11 წლის მანძილზე Mercedes-Benz E-class-ს (W-123) 2.7 მლნ. ეგზემპლიარი გავრცელდა მთელს მსოფლიოში.
კომპაქტური ზომების ავტომობილი, რომელზეც კომპანიამ 50-იან წლებში უარი თქვა, ისევ გამოჩნდა გაყიდვაში, მხოლოდ უკვე 1982 წელს. სერიაში შედიოდა მოდელი-190-ს რამდენიმე კომპლექტაცია 1.8-2.6 კუბ. სმ მუშა მოცულობებითა და 75-185 ცხ.ძ. სიმძლავრეებით.

Mercedes-Benz C-class (W-201) — Mercedes -ს პივრელი კომპაქტური ავტომობილია 50-იანი წლებიდან მოყოლებული.
90-იან წლებში Mercedes-Benz-ს პროგრამამ საფუძვლიანი გადახალისება განიცადა. ფირმამ თავისი პროდუქცია ბაზრის რამდენიმე ახალ სექტორში წარმოადინა. ამის მიუხედავად, კომპანიის ძირითადი მიმართუელაბ მაინც С და Е – სერიის მოდელების წეარმოება გახლავთ. 1998 წლისათვის Mercedes-Benz-ს მანქანების გამა ძალიან არის გაფართოებული. მომხარებლის წინაშეა ათეულობით სხვადასხვა მოდელი და 12 სერია (ოჯახი).


Mercedes-Benz E-class (W-124) — ნებისმიერ მიმართებაში არაჩვეულებრივი ავტომობილია. დიდი ხნის გავლის შემდეგაც კი მისი კარგი ეგზემპლიარი, საკმაოდ სოლიდური თანხა ღირს.
მცირე გაბარიტიანი А-კლასის მოდელი (W-168) 1997 წლიდან იწარმოება. იგი ევროპაში ავტომობილების ყველაზე პოპულარულ კლასში შედის. ეს წინა ამძრავის მოდელები 1397-1689 კუბ. სმ. მუშა მოცულობის და 60-102 ცხ.ძ. სიმძლავრის ძრავებითაა აღჭურვილი.


მცირე გაბარიტების მქონე ავტომობილების სეგმენტში Mercedes-ს პირველი ნაბიჯი იყო A-კლასის მოდელი (W-168).
შვეიცარიული საათების ფირმასთან Swatch-თან ერთად შეიქმნა ქალაქის მიკრო-ავტომობილი Smart. მისი სიგრძე 2.5 მ-ია, ხოლო 3-ცილინდრიანი ძრავი 55 ცხ.ძ. სიმძავრეს იძლევა. ეს ნიმუში გაყიდვაში 1999 წელს გამოვიდა. თუმცა იგი Mercedes-Benz-მარკის მატარებელი არ გამხდარა.


საავტომობილო და სასაათე წარმოების გიგანტების ერთობლივი პროექტი: Mercedes-Benz და Swatch. ზე-კომპაქტური ქმნილება სახელად – Smart.


Mercedes-Benz C-class (W202) – იყო და არის ძალიან პოპულარული ნამუშევარი, თუმცა უკვე II ხარისხის ბაზარზე.
კომპაქტური С-კლასი (W-202) გაყიდვაში 1993 წელს გამოვიდა და 1997 წელს საფუძვლიანად გაათანამედროვეს. კორპუსები – 4-კარიანი სედანი და 5-კარიანი უნივერსალი. ძრავის მუშა მოცულობები იცვლება 1799-დან 4266 კუბ.სმ-მდე მოდელებში С 180-დან C43AMG-მდე. ხოლო სიმძლავრეები – 95-დან 306 ცხ.ძ-მდე.
საშუალედო Е-კლასი (W-210) – გამოდის 1995 წლიდან მოყოლებული. სხვადასხვა ტიპისა და მუშაო მოცულობის მქონე ძრავების გამა საკმაოდ ფართეა – 1998-დან 5439 კუბ.სმ-მდე და 95-დან 354 ცხ.ძ.-მდე. ეს ყველაფერი საკმაოდ მრავალრიცხოვანი მომხმარებლების მოზიდვას განაპირობებს (იგულისხმება მოდელები Е200-დან E55AMG-მდე).

Mercedes-Benz E-class (W-210)-ს გარეგნობამ ჟურნალისტებს, მარკის მოყვარულებსა და ადამიანების 4-საბურვიანი მეგობრების სხვა თანამოაზრეებს შორის სერიოზული კამათი გამოიწვია.
წარმომადგენლობითი S-კლასი (W-140) – 1991 წლიდან იწარმოება (საუბარია მოდელებზე S290-დან 560-მდე). ავტომობილები აღჭურვილია 6, 8 ან 12-ცილინდრიანი ძრავებით, რომელთა მუშა მოცულობა 2799-დან 5987 კუბ.სმ-მდე, ხოპლო სიმძლავრე 177-დან 394 ცხ.ძ-მდე იცვლება. 1998 წლისათვის S-კლასის ახალი თაობაა მოსალოდნელი ნაკლებ.