ბრიტანულ გამოცემა „ქარ-ის“ ცნობით, „მერსედეს-ბენცი“ თავისი ავტომობილების სახელების სისტემის შეცვლას აპირებს. ამის მიზეზი კი ისაა, რომ შტუტგარტელები სულ უფრო აფართოებენ თავიანთ საწარმოო პროგრამას, რასაც სახელების (აბრევიატურების) ძველი სისტემა ვეღარ მიესადაგება.
ახლანდელ სისტემაში, გამის მთავარ მოდელებს ერთასოიანი სახელები აქვთ. მაგალითად, S-კლასი, G-ვაგენი. შემდეგ, გამა გაფართოვდა და ამ სახელებს CL და GL დაემატა. მაგრამ ამჟამად აღარც ესაა საკმარისი და შვაბიელთა გამაში გამოჩნდა ავტომობილები, რომლებსაც სახელად სამასოიანი აბრევიატურა აქვს - CLC, CLS. და სწორედ აბრევიატურების სიმრავლე, ხშირად დაბნევას იწვევს.
ამიტომ, სამქიმიანები ამ სახელების სისტემის კიდევ ერთხელ შეცვლას აპირებენ. კერძოდ, მხოლოდ სამ პრეფიქსს დატოვებენ, რის შემდეგაც: ასო G
იქნება უგზოობის ავტომობილების და ქროსოვერების აღმნიშვნელი, C - კუპეებისა და კაბრიოლეტების, SL კი - სპორტული ავტომობილების.მაგალითად ავიღოთ A-კლასის პლატფორმაზე ბაზირებული კომპაქტური ოთხკარიანი კუპე, რომელსაც მალე დებიუტი პეკინში ექნება. მისი სახელი იქნება CLA, ძველი სისტემით კი მისთვის CLC-ს დარქმევას აპირებდნენ, მაგრამ ახალი სისტემის შესაბამისად, აბრევიატურაში მეორე C მხოლოდ იმ ავტომობილებს შეიძლება ეწეროს, რომლებიც C-კლასის ოჯახს მიეკუთვნებიან.ახალი სისტემის შესაბამისად, C-კლასის ბაზაზე გამოშვებულ კუპესა და კაბრიოლეტს CLC-ს დაარქნევენ, E-კლასის ბაზაზე კი - CLE-ს. კომპაქტური ქროსოვერის სახელი იქნება GLA, სუპერ ავტომობილ SLS AMG-ს კომპაქტურ ვერსიას კი სახელად SLR-ს დაარქმევენ.აშკარაა, შტუტგარტელები ცდილობენ, თავიანთი მოდლების სახელები ყველასათვის გასაგები გახადონ, მაგრამ ამ მხრივ სირთულეები ახალი სისტემის დამკვიდრების შემდეგაც დარჩება. მაგალითად, ძნელი სათქმელია, რას დაარქმევენ A-კლასის ბაზაზე შექმნილ ორკარიან კუპესა და კაბრიოლეტს. არის ვარაუდი, რომ ამ შემთხვევაში ასო B-ს გამოიყენებენ, რადგან A და B კლასის ავტომობილები ერთსადაიმავე, მოდულურ პლატფორმას ეყრდნობა.
მოკლედ, ეს სისტემა ჯერაც არაა ოფიციალურად შემოღებული და არაა გამორიცხული, მასში კიდევ რამე შეიცვალოს..
No comments:
Post a Comment