1933 წელს გაყიდვაში გამოჩნდა მსუბუქი Мерседес-200 და სპორტული Мерседес-380. მათი ძრავები შესაბამისად 2.0 და 3.8 ლ-ბი გახლდათ და უკანასკნელი მათგანი 140 ცხ.ძ. სიმძავრესაც კი ავითარებდა. 1934 წელს სპორტული მოდელის ბაზაზე შეიქმნა Mercedes-500K. იგი, თავისი 5 ლ-ნი აგრეგატით, 2 წლის შემდეგ უფრო ცნობილი დიდი “კომპრესორიანი” ავტომობილის – Mercedes-Benz-540K-ს საფუძველი გახდა. 1934-1936 წლებში ფირმამ მსუბუქი Mercedes -130-ი გამოუშვა. მასში 4-ცილინდრიანი 26-ძლიერი ძრავი იყო მოთავსებული “უკანა” განლაგების მიხედვით. მისი მუშა მოცულობა კი 1308 კუბ.სმ. გახლდათ. ამ მოდელს მოყვა როდსტერი 150 და სედანი 170H.
1935 წელს ნიბელი შეცვალა მაქს საილერმა (Max Sailer). მისი ტექნიკური ხელმძღვანელობისას შეიქმნა ძალზედ პოპულარული, ხელმისაწვდომი ფასის მოდელი – 170V, რომელსაც 4-ცილინდრიანი ძრავი ეყენა 1697 კუბ.სმ ნუშა მოცულობით. იგი გახლდათ მსოფლიოში პირველი სერიული მსუბუქი ავტომობილი დიზელის ძრავით 260D (1936 წელი). ასევე, ახალი “დიდი” Mercedes- 770 (1938 წელი) – უკანა ზამბაიანი ”პადვესკით”, რომელიც ძირითადად გერანელ ლიდერებს ემსახურებოდნენ.
ომის წლებში Daimler-Benz-ი უშებდა როგორც სატვრთო, ასვე სხვადასხვა კლასის მსუბუქ ავტომობილებს. ომის გამო დაზიანებული შენობა-ნაგებობების და აპარატურის აღდგენისათვის გარკვეული დრო იყო საჭირო. ამიტომ წარმოება მხოლოდ 1946 წელს განახლდა. პირველი ნამუშევარი ამ ეტაპზე გახლდათ – Mercedes-Benz 170U-ი 38-ძლიერი ძრავით. 3 წლია შემდეგ მისი დიზელის აგრეგატიანი ვარიანტიც შეიქმნა.
ერთ-ერთ პირველ ქმნილებას წარმოადგენდა პოპულარული Mercedes-180 (1953 წელი), მას მოყვა უფრო სოლიდური სერიები 220 და 300. სპორტული მოდელების კლასის გახსნა 1951 წელს 300S-მა ითავა, ტავისი 6-ცილინდრიანი ძრავით, რომლის მუშა მოცულობაც 2996 კუბ.სმ. გახლდათ.
1954 წელს გამოვიდა ძალზედ ცნობილი სპორტული კუპე 300SL. თავისი “თოლიის ფრთების” სტილში შესრულებული კარების წყალობით, მას ანალოგი არ ჰყავს მსოფლიოში. მომდევნო წელს საშუალო ფასის კომპაქტური კაბრიოლეტი – 190SL-ი გამოვიდა. იგი 4-ცილინდრიანი აგრეგატით იყო აღჭურვილი. მისი მოცულობა 1897 კუბ.სმ. იყო.
1954 წელს გამოვიდა ძალზედ ცნობილი სპორტული კუპე 300SL. თავისი “თოლიის ფრთების” სტილში შესრულებული კარების წყალობით, მას ანალოგი არ ჰყავს მსოფლიოში. მომდევნო წელს საშუალო ფასის კომპაქტური კაბრიოლეტი – 190SL-ი გამოვიდა. იგი 4-ცილინდრიანი აგრეგატით იყო აღჭურვილი. მისი მოცულობა 1897 კუბ.სმ. იყო.
No comments:
Post a Comment